დილით თუ ოდინდელი თანამშრომლის ზარი გაღვიძებს, რომელიც შეშფოთებული სიტყვით გეუბნება, "დამწვარი კალოშის სუნი მცემს", ესე იგი წინ დიდებული დღე გელის.
გოგას და მე ოდესღაც გაზეთში ერთად გვიმუშავია, ლიკა ცხაკაიასთვის სისხლი გაგვითეთრებია, რედაქტორს უთქვამს, მეცოდებოდა ქალი თქვენს ხელშიო. შემდეგ დავიშალესავით და აჰა, ჩემი მეწყვილე და ასისტენტი მიზანტროპიის დარგში კვლავ დაბრუნდა. ზრდილობიანი ფორმალობების გარეშე მომთხოვა, ჩაიცვი და სპორტის სასახლესთან გამოდი, ალ პაჩინოზე უნდა გელაპარაკოო. სპორტის სასახლესთან არის მაკდონალდსი, სამორინე აჭარა, ფოთოლა და თურმე უკვე მეორე წელიწადია გოგას ახალი სახლი.
- ცოლი მოვიყვანე და... - მითხრა დაჩაგრული კაცის გამომეტყველებით
- ხოოო...ცოლი - რატომღაც ვერც მე აღვფრთოვანდი
თუმცა მადლობა მის ცოლს. ცოლი რომ არ მოეყვანა გოგა არასდროს დასახლდებოდა საბურთალოზე, რამდენიმე დღის წინ ვერ დამინახავდა როგორ მივბიდიალობდი მისი კორპუსის წინ და რა თქმა უნდა, არ ექნებოდა საშუალება ჩემი სახელის ძახილით იოგები ჩაეწყვიტა, მე კი მშვიდად გამეგრძელებინა გზა...ჰმ
- ჩემთან ავიდეთ, ცოლი სამსახურშია, ბავშვი სიდედრთან, ჩილიმი გავმართოთ
- ალ პაჩინოზე არ ვილაპარაკოთ?
- სჯობდა არ გველაპარაკა, მაგრამ მომიწევს
ჯემის არომატიან კვამლს რიგირიგობით, ნებანება ვისუნთქავდით. ოდნავ შეჭაღარავებული ჩემი მეგობარი შუალედებში რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ საშველი ვერ დააყენა, ბოლოს როცა კვამლი განელდა და სიგარეტზე გადავედით, უჩვეულოდ ნელა ალაპარაკდა.
- საკაიფო სუნია არა ოთახში?
- აჰა
- გისწორდება?
- აჰა
- აბა დამწვარი კალოშის სუნი რატომ აგდის?
კალოში..კალოში...ლიკუნა ცხაკაიას კალოში თაყვანისმცემლები, რომლებსაც ზედმეტი მონდომებისგან ცეცხლი ეკიდებოდათ და სუნს უშვებდნენ. თავად ლიკუნა ქუთეისიდან ჩამოსული ეფექტური გოგო იყო, რომელიც ქალზე დახამებულ მამრებს ოსტატურად იყენებდა პირადი მიზნებისთვის. გოგა მოფერებით "ნაბოზარ დიდოსტატს" ეძახდა. მე თითქმის პატივს ვცემდი. ლიკუნასნაირის რომ გაუყადრებ თავს უარესის ღირსი ხარ იმჰო.
- რომ დაგინახე გამისწორდა - განაგრძო გოგამ - მაგრამ გაკალოშების პროცესი უკვე დაწყებული იყო. ეგრევე გეტყობოდა რა, მე ვარ კალოში და კალოშზე მკიდია რას ფიქრობთ თქვენ. მოკლედ, გამიტყდა და აღარ მოვედი, გამოკალოშებულს ვერ აგიტანდი
- ბიჭო, ისე როდის დავთვერი რომ ლიკა ცხაკაიასთან ერთად გავიარე?
- ლიკასთან ერთდ რომ დამენახე დაჟე გამისწორდებოდა - გაიცინა გოგამ - ლიკა ჰობიტია, შენ ტროლის ტრაკში გაქვს თავი შეყოფილი.
- ვითომ?
- უეჭველი! ასეთი მიჩმორებული რომ დაგინახე შენი ბლოგი მოვძებნე. რამდენიმე თვე არაფერი გიწერია, მერე ეგრევე სისათუთე და აღმაფრენა, ლიკუნა ცხაკაიას სკოლაა კაროჩე. დავრწმუნდი, რომ ძალიან ღრმად გაქვს თავი ტროლის ტრაკში შეყოფილი, თან კარგად ნაცნობი ტროლის ტრაკში. თითქმის დაკარგული გაქვს რა თავი.
მძიმე თემებზე ლაპარაკი ამით დავასრულეთ. გოგამ ჩილიმი მეორედ გააწყო და ძველი ამბების გახსენებით გავლღვით.
რატომღაც ცოლზე არაფერი უთქვამს, შვილი ახსენა რამდენჯერმე. შვილი და ცოლი არა. ახლაი ამბებიდან მარტო ის გავიგე, რომ პოკერს ჩაჯდომია და კვირაში 300 ლარს მაინც ანიავებს უახლოეს სამორინეში. ჩემი უახლესი ამბავი ტროლის უკანალში მოგზაურობა იყო, შესაბამისად აღარ ჩავღრმავებივართ ამ თემას.
ხო ალ პაჩინოზეც არ გვილაპარაკია. თუმცა რა, ალბათ იტყოდა, ალ პაჩნო ბრმა არჩევვდა ქალს და კალოშს ერთმანეთისგან, შენ კიდევ ოთხი თვალი გაქვს და მაინც კალოშის სუნად ყარხარო.
Recent Comments