ოდნავ გაღიზიანებული ტონით მირჩია - ნუ ქსიტინებ და ისე წერე.
მას შემდეგ კაი ხანი გავიდა. რატომღაც სურდო აღარ მაწუხებს, თუმცა უკვე ცალკე ოთახში ვუბრახუნებ კომპიუტერს და ქსიტინით სულ რომ კედლები დავბზარო მამაჩემის ყურამდე მაინც ვერ მიაღწევს.
ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდ ქსიტინის გარეშე ვწერო.
ერთია მცდელობა, მეორე რამდენად გამოგდის.
ისე მოხდა, რომ ბოლო დროს ბევრი ცუდი ამბავი დაემთხვა ერთმანეთს და იძულებული გავხდი ქსიტინ-ქსიტინით მეწერა, შემდეგ ყველაფერი გამოსწორდა და ნაქსიტინარით გადავსებული ბლოგის გადაკითხვა აღარ მესიამოვნა. გადავწყვიტე ისეთი ბლოგი გავაკეთო, სადაც Qsitin-Free პოსტები იქნება, თან ბლოგის ეს სისტემა ძალიან მომეწონა. ჯერჯერობით უფასო პაკეტი მაქვს აღებული, ხელფასის ჩარიცხვისთანავე PRO პაკეტზე გადავალ და ზუსტად იმას მივიღებ რაც კარგი, გემრიელი ბლოგისგან მჭირდება.
გულახდილად რომ ვთქვა, შეიძლება არაფერიც არ ავიღო და საერთოდ აღარ დავპოსტო, უბრალოდ ეხლა დილის 05:06 (ჰმ! სიმბოლურია ვითომ?!) და ვცდილობ დილის რვა საათამდე დარჩენილი დრო რამენაირად გავათრიო.
ესეც ასე!
UPDATE: EPIC FAIL!
Comments